Saturday, July 4, 2026

ელგუჯა ციგროშვილის ლექსები სომხურად ნათარგმნი არევშატ ავაგიანის მიერ ,,მე დღესაც მახსოვს", ,,ზღვაზე"

 გუჯა, ელგუჯა ციგროშვილი, გილოცავ დაბადების დღეს საუკეთესო სურვილებით და შენი ლექსების არევშატ ავაგიანისეული Arevshat Avagyan თარგმანებით.

Էլգուջա Ցիգրոշվիլի
ԵՍ ԴԵՌ ՀԻՇՈՒՄ ԵՄ
Ամառային գիշերվա՝
Մեղմասահ լուսինը,
Խրխնջացող նժույգը՝
Քուռակի հետ,
Մինչև հիմա չեմ մոռանա
Գայթակղիչ խալը
Խալը, որի տեղը
Ես ու դու գիտենք...
Մեզ համար էր երգում
Ճռճռան ճպուռը
Լուսատտիկը վառվում էր
մոմի նման,
Ժամանակը մեր հուշերը
մոռացության չտվեց,
Դու միշտ միակն ես եղել
Բոլորի մեջ:
Մազերը համբուրվելու
Շուրթեր էին փնտրում,
Շուրջը չոր խոտերը բուրում էին,
Հիշողությունը և զգացմունքը
Ձայներ ունեին.
Անցյալը ճչում էր,
Լռությունը՝ ձայնակցում:
Դեռ շատ օրեր
կգան ու կանցնեն՝
Խոստումներով ու երդումով
Լիարժեք հագեցած..
Ինձ համբուրելու
Գայթակղությունն է մղում
խորհրդավոր խալը
Խալը, որի մասին
միայն մենք գիտենք...
Թարգմանեց Արեւշատ Ավագյանը
მე დღესაც მახსოვს ...
ზაფხულის ღამე და ...
მთვარე მცხრალი ,
ფრუტუნა ცხენი ,
თავისი კვიცით ...
მე , დღესაც მახსოვს
მაცდური ხალი ,
ხალი , რომელიც
მე და შენ ვიცით .
ჩვენთვის მღეროდა
ანცი ჭრიჭინა ,
ციცინათელა
სანთელად გვენთო ...
დრომ მოგონება
ვერ მიაძინა,
მრავალთა შორის ,
ყოველთვის ერთო !
ტუჩებს საკოცნად
ეძებდნენ თმები ,
იდგა სურნელი
შემშრალი თივის ;
ხსოვნას და გრძნობას
ჰქონია ხმები :
წარსული კივის !
დუმილი კივის !
კიდევაც ,, ბევრი
ჩაივლის წყალი ,"
გაჯერებული
აღთქმით და ფიცით ...
საკოცნად მიწვევს
მაცდური ხალი ,
ხალი , რომელიც
მარტო ჩვენ ვიცით !
ელგუჯა ციგროშვილი
Էլգուջա Ցիգրոշվիլի
ԾՈՎՈՒՄ
Արևը հալվում է հորիզոնում ,
Նա այսօր վճարելու է իր պարտքերը...
Թևեր առած կրքի նման
Ծովից դուրս է գալիս մի կին:
Չնայելով անգամ ոչ մեկին
Տեսնում է կողոսկրը Ադամի,
Բոլորի զննող աչքերը՝
Հայացքով Վաճառականի:
Հաճոյախոսությունների ալիքը
Հասնում է նրա ականջին,
Հոգնածությունն անցնում է
Պառկելիս տաք ավազին:
Նա հստակ գիտի իր գինը
Փակ աչքերովը անգամ,
Մարմինը խաղացկուն է,
Ինչպես նժույգը անսանձ...
Տեսնում եմ՝ Արարիչը շռայլորեն
Իր ողորմության փեշը թափ է տվել իր վրա...
Փակված կոպերի տակ, իր մտքում
Մտածու՞մ է, արդյոք, իմ մասին...
Թարգմանեց Արեւշատ Ավագյանը
ზღვაზე
მზე ჰორიზონტზე დნება,
დღეს მოიხადა ვალი...
ვით ფრთაშესხმული ვნება,
ზღვიდან გამოდის ქალი.
გაუხედავად ხვდება,
ადამის ნეკნის ძვალი,
როგორ ვაჭრულად უმზერს
ამდენი წყვილი თვალი.
კომპლიმენტების ტალღა
სმენას საამოდ სწვდება,
წამსვე ეხსნება დაღლა
და...ცხელ ქვიშაზე წვება.
მიულულია თვალი,
თავისი ფასი იცის...
სხეულს ედება ალი,
გაუხედნავი კვიცის.
ზედ დაბერტყვია, ვხედავ,
უფლის წყალობის კალთა...
ჩემზე თუ ფიქრობს ნეტავ,
მიღმა, დახუჭულ თვალთა?!
ელგუჯა ციგროშვილი

No comments:

Post a Comment