ალბათ შეცდომა თუ ვიყავი
დარდების მეტი არაფერი არ მომცა ღმერთმა,
სიხარულს ჩემთვის იშვიათად გამოიმეტებს
და ისე ვცხოვრობ, კალენდრიდან ჩამოვხევ ერთსაც,
იმ დღეს გავატან ოცნებებს და დიდ- დიდ იმედებს.
ან ვის ვახსოვარ,
ამდენ ვარდში ბუჩქი კუნელის,
არ გამოვდგები არც გიტარად და არც საყვირად,
ალბათ შეცდომა თუ ვიყავი დედა ბუნების,
ადამიანად ამ ქვეყანად რომ მომავლინა.
მაია დიაკონიძე
6.07.2026 წელი
No comments:
Post a Comment