გაჩუმდიო!
გაჩუმდიო და ზღვის ფსკერზე მიკრეს თავი,
თევზად ვიქეც, წყლის ტალღებში ვნავარდობ,
მანდ ძებნეო სასიცოცხლო მინერალი,
სხვისთვისაა მიწა ჩვენი სავარდო.
დუმან თევზნი და მათ შორის ვარ დღეს მეცო,
ხორხში დამრჩა სამღერი და სათქმელი,
წამამღერე, შენ უფალო, ერთი სკერცო,
იქნებ დამცდეს გადამრჩენის სახელი.
მაია დიაკონიძე
25.07.2026 წელი
No comments:
Post a Comment