Monday, July 27, 2026

გახდი, ძმაო, ჩემი მეგობარი! (პატრიოტული)

 გახდი, ძმაო, ჩემი მეგობარი!

გული ისევ სიყვარულით ფეთქავს,
სანამ კიდევ მიჭრის ჭრელი თვალი,
საკადრისი მტერს სანამ არ ეთქვა,
სამშობლოს ვერ გავისტუმრე ვალი.
სანამ კიდევ მიწაში წევს ქვევრი,
ვიღაც ღვინოს ორშიმოთი ასხამს,
სანამ პაპა თეთრი ულვაშ-წვერით,
ვაზის ძირებს ჭიგოებზე აბამს.
მანამ გული სიყვარულით ფეთქავს,
სანამ კიდევ ღია არის კარი,
დავეჭიდოთ ჭინკა- ავსულს ერთად,
გახდი, ძმაო, ჩემი მეგობარი.
მაია დიაკონიძე
27.07. 2026 წელი

No comments:

Post a Comment