ჩემო ლამაზო გურია!
სიყვარულს ვერსად გავექეც,
შენ ერთადერთი მწყურიხარ,
მიწად მექეც და ცად მექეც,
ჩემო ლამაზო გურია.
გიყურებ, ცქერით ვერ ვძღები,
შენთან სულ გაზაფხულია,
ჩემს სულს სათუთად ეხები,
ჩემო ლამაზო გურია.
ხასანბეგურა მიმღერე,
კრიმანჭული თქვი ხმამაღლა,
ცის ლურჯ კალამს რომ მიღერებ,
მოვკვდები შენთვის ამაღამ.
შენი გომისმთა, ბახმარო,
ღრუბლებში დაკარგულია,
თვალებჟუჟუნა ბაღნარო,
ჩემო ლამაზო გურია.
მაია დიაკონიძე
No comments:
Post a Comment