Saturday, August 1, 2026

ჩამქრალია უკვე ცეცხლი!

 ჩამქრალია უკვე ცეცხლი!

ჩამქრალია უკვე ცეცხლი,
ნაღვერდალიც ჩამქრალია,
გამერია თმაში ვერცხლი,
ოქრო გაქრა რა ხანია.
გარეშემო თეთრი მთების,
ჩემი ძმების ამქარია,
ახლა მათი სიტყვით ვთბები,
არ მაშინებს არც ქარია.
ძვლებს გაუდის ჭახაჭუხი,
ისინი რომ მეხვევიან,
ვეღარ ვიტან ამათ წუხილს, -
ეზოში მზის ლეღვებია.
ჩამქრალია უკვე ცეცხლი,
ნაღვერდალიც ჩამქრალია,
გამერია თმაში ვერცხლი,
ოქრო გაქრა რა ხანია.
მაია დიაკონიძე
1.08.2026 წელი

No comments:

Post a Comment