Sunday, August 23, 2026

გულმავიწყობა

გულმავიწყობა
ვიცი, ხანდახან რომ გავიწყდები,
მეც მავიწყდები ზოგჯერ,
ვხდებით თანდათან გულმავიწყები,
წერტილ-ტირე ვართ მორზეს.
გამიმეორე, გითხრა: ,,მიყვარხარ",
მზე რომ შედგება გორზე,
იმ მოგონებებს გულში ვინახავ,
თუმც მახსენდება ზოგჯერ.
მაია დიაკონიძე
21.06.2026 წელი



No comments:

Post a Comment