Sunday, August 16, 2026

იყო ანწუხელიძე!

იყო ანწუხელიძე!
გმირი კიდევ ბევრი გვყავდა,
იყო ანწუხელიძე,
ცაზე მოსულ ვარსკვლავს ჰგავდა,
საგმიროს და საჯიშეს.
გვყავდა ბევრი მოღალატეც,
მიწას ჰყიდდა საფიცარს,
მათ კვალზე და მონაგარზე
ფეხქვეშ მიწა წაიქცა.
გვახსოვს ჩვენ ალხასტაიძეც,
ქისტებმა რომ გარიყეს,
ტანჯვასაც კი არ დაგიდევს,
დღესაც ჭკუას გვარიგებს.
არ მოშალა ადათ-წესი
სტუმარ-მასპინძლობისა,
მასპინძელი ქრისტეს ძესი,
ღირსი არის ძმობისა.
გმირი კიდევ ბევრი გვყავდა,
იყო ანწუხელიძე,
ცაზე მოსულ ვარსკვლავს ჰგავდა,
საგმიროს და საჯიშეს.
მაია დიაკონიძე
12.08.2026 წელი

No comments:

Post a Comment