Monday, August 24, 2026

ბაბუაჩემი

ბაბუაჩემი
ბაბუაჩემი ტაბლით მხვდება ყვავილთა ველზე,
მთები უვსებენ თეთრი ნისლით თიხის ხელადას,
ეს რძე შესვიო, მაწოდებს და დამლოცავს ღიმით,
მზე გათიბეო და ზვინები დადგი გელათთან.
ილოცებოდა ბაბუა და სიყვარულს ფქვავდა,
ყველა წისქვილში წყალზე მდგარში წყალწითელაზე,
ის თეთრი წვერით და ულვაშით მყინვარწვერს ჰგავდა
და მისი ცხენის უზანგები დღესაც ელავენ.
მაია დიაკონიძე
23.08.2026 წელი

No comments:

Post a Comment