თოვდა
თოვდა თეთნულდზე და თეთრი თოვლი
თივთიკებივით ეყარა მთაზე,
ცას ამშვენებდა ვარსკვლავთა ხომლი,
მე ვსაუბრობდი არ ვიცი, რაზე.
ვისთან და რატომ ვჩიოდი ნეტავ,
ან უმიზეზოდ რად თრთოდა გული,
თოვდა. სამყარო იწვოდა თეთრად,
თითქოს მელოდა ფიასკო სრული.
მაია დიაკონიძე
11.07.2026 წელი
ამირან გოდერძიშვილის კომენტარი:
არა იმიტომ, რომ
ლექსი არის უსპეტაკესი___თეთნულდის მწვერვალივით,
არა იმიტომ, რომ
ლექსი არის იდუმალი და მიუღწეველი ___ როგორც ვარსკვლავთა მოციმციმე ხომლი,
არა იმიტომ, რომ
ლექსი დაიწერა შუაგულ აგვისტოში___
თოვლის მონატრებით,
არამედ, იმიტომ, რომ
პოეტს ყველგან და ყოველ დროს ეუფლება საკაცობრიო, სამამულო და ზოგადადამიანური განწყობა___ სამყაროს, სამშობლოს და ადამიანების გადარჩენის გზებზე და საშუალებებზე!!!!
,,თოვდა, სამყარო იწვოდა თეთრად,
თითქოს მელოდა ფიასკო სრული".....
დიახ, ფიქრობს პოეტი სამყაროზე, სამშობლოზე და ადამიანებზე, მაგრამ საშველს ვერ პოულობს, რადგან ხედავს, რომ ,,სამყარო იწვოდა თეთრად" და მალე ყველაფერი გადაიქცეოდა არარაობად....
,,თითქოს მელოდა ფიასკო სრული"
წუხს პოეტი მოსალოდნელ კატასტროფაზე და თავისი მარადიული წუხილი, გადმოგვცა თეთნულდის ლამაზი პეიზაჟების ფონზე!....
,,ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე,
მძინარეც ამას ვდუდუნებ" ___ წერს ვაჟა და არ უნდა გაგვიკვირდეს, ჩვენი საყვარელო პოეტის მაიკო დიაკონიძის ფიქრები და წარმოსახვები მგზავრობისას, დღისით და მზისით!!!!
,,ვისთან და რატომ ვჩიოდი ნეტავ,
ან უმიზეზოდ რად თრთოდა გული?!...."
ფიქრობს და წუხს მომავალზე მეოცნებე პოეტი....
წარმატებებს ვუსურვებ შემოქმედებაში და პირად ცხოვრებაში სამშობლოზე და ადამიანებზე გულწრფელად შეყვარებულ პოეტს, ქალბატონ მაიკო დიაკონიძეს!!!!
No comments:
Post a Comment