Saturday, August 8, 2026

ჩამეკონე, ჩემო მიწავ! (პატრიოტული)

 ჩამეკონე, ჩემო მიწავ!

ჩამეკონე, ჩემო მიწავ,
მისხალ-მისხალ წამოგკრეფ,
ჩემს სხეულს ჩემგანვე გიცავ,
შვილთა ხელი წამოგკრეს.
კამათელი გააგორეს,
წაგაგეს და გაგყიდეს,
ვუმზერ თვალცრემლიან გორებს,
რით გადვიხდი სასყიდელს.
უკან როგორ დაგიბრუნო,
გაყიდულო მთა-ბარო,
არ ვარ არც ჯორდანო ბრუნო,
ვერც ვქეთევან-ვთამარობ.
ჩამეკონე, ჩემო მიწავ,
მისხალ-მისხალ წამოგკრეფ,
ჩემს სხეულს ჩემგანვე გიცავ,
შვილთა ხელი წამოგკრეს.
მაია დიაკონიძე
4.08.2026 წელი

No comments:

Post a Comment