მოკვეთილი ხელი
როგორ მტკივა მოკვეთილი ხელი,
გარეშემო არავინ არ მინდობს,
სადარდელი განმიახლდა ძველი,
ვერ მხედავენ არაკაცნი ვითომ..
თუკი დამბდღვნა ველზე ტურა-ძერამ,
და გაფანტა ჩემი ძვლები ქარმა,
ნუ შეწყდება ჩემი გულის ძგერა,
დაე, შევძლო მტერს გამოვკრა სარმა...
მაია დიაკონიძე
30.08.2026 წელი
No comments:
Post a Comment