Monday, August 24, 2026

ილიას ბაღში ჩაწერილი

ილიას ბაღში ჩაწერილი
შემოდგომა გვეპარება ნელა-ნელა,
ჩამოგვკიდებს ოქროს სამკაულებს,
ზამთრისათვის ჩემი თავი მენანება,
ვგრძნობ, რომ ისიც კარზე აკაკუნებს.
შეიცვლება მაშინ უკვე ოქრო ვერცხლად,
ჩამოთოვს და ფრთით მოყინავს ბილიკს,
მეც ბავშვივით გესვრი გუნდას- სპეტაკ მერცხალს
და ავყვები საფეხურებს კიბის.
მაია დიაკონიძე
24.08.2026 წელი

No comments:

Post a Comment