გული კეთილი
იმალებიან ირგვლივ ფლიდები,
თვალთმაქცები და არაკაცები,
მე კი ყოველდღე მათგან ვწბილდები,
ტაშს ვეღარ ვუკრავ ხმა-აღტაცებით.
როგორც არყის ხეს, მცვივა ფოთლები,
გავიძარცვე და კვლავ ვიძარცვები,
თუ კი აღარ მაქვს შესამოსელი,
გული კეთილი მრჩება სავსებით.
მაია დიაკონიძე
28.10.2026 წელი
No comments:
Post a Comment