გრიგალი სულში
გრიგალი სულში, გახსნილი ვენა,
ბარი მთას გაშლილ მკლავებზე უწევს,
გამოურეკავს ცხვრის ფარა ზენას
გულს სიმფონია ბუნების ართობს,
ჭახჭახებს შაშვი, ,,მემენტო, მორი",
მსურს დაგიჭირო სიცოცხლის წამო,
სანამ გავხდები ცასავით შორი.
ყვავილთა ფიფქი ტრიალებს ირგვლივ,
პეპელა მზერას თვალისას ატკბობს,
სითბო გარშემო ჭავლებად მივლის,
ვგავარ თხების მწყემს ჯიუტ იაკობს.
მაია დიაკონიძე
25.07. 2022წელი
No comments:
Post a Comment