Tuesday, June 2, 2026

ქარია თუ ოჩოპინტრე?! (სალაღობო)

თმის კულულებს მიფრიალებს,
ქარია თუ ოჩოპინტრე,
შორს მანახებს იალაღებს,
მთაში პაემანზე მიწვევს.

შეხედეო კლდიან პანოს,
რა სჯობს ასეთ პანორამას,
მე აქეთ, ის იქით ძალობს,
ვთამაშობთ ჩვენ ,,ომობანას".

თმის კულულებს მიფრიალებს,
ქარია თუ ოჩოპინტრე,
შორს მანახებს იალაღებს,
მთაში პაემანზე მიწვევს.
მაია დიაკონიძე
2.06.2026 წელი








No comments:

Post a Comment