ლექსები
Sunday, June 21, 2026
არ გამეგონის! (რაჭას და რაჭველებს)
არ გამეგონოს!
წყალი შემასვი რა ჭიდან?
წყალი იყო თუ მაჭარი,
დადუღდა, სისხლი გამივსო
წითელი შინდის დგას ჯარი.
დოქის ტუჩს ტუჩი მივადე,
მუჯერეთული, ხვანჭკარა,
შევსვი და ღმერთი ვადიდე,
მზე, ლამაზი და თაკარა.
რამ მოგიყვანა ვენახო,
თვალში სიცოცხლედ მევსები,
არ გამეგონოს, რაჭაო,
მე შენი დანაკვნესები.
მაია დიაკონიძე
05.2023 წელი
No comments:
Post a Comment
Newer Post
Older Post
Home
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment