Sunday, May 26, 2024

სამშობლო მიწავ!

   სამშობლო მიწავ!

გამათრახებულს გიყურებ მიწავ,
წყლულ-იარები აღარ გირჩება,
ცით მოვლენილებს გენად და ნიჭად,
ნუთუ მოგველის გადაჯიშება?!.
აგვიკიდია ვირის საპალნე,
და შევდგომივართ ზეცისკენ აღმართს,
ზოგი მოგვძახის, ,,ღმერთი დამალეს
და ტყუილუბრალოდ ადგახართ მაგ გზას!"
მაგრამ ვით ვპოვოთ ჩვენ სხვა სავანე,
სადაც რძე გასდის ჯეჯილს და ბალახს,
რატომ გვიწესებს ვიღაც სამანებს,
ვიღაც ღვარძლისთვის მიწასა კვალავს.
,,სისხლი სისხლის წილ, თვალი თვალის წილ",
ჭეშმარიტება თუ კი ეს არის,
ჩემი სამშობლო ცრემლით ავსილი
უნდა გაბრწყინდეს მალე მზესავით.
მაია დიაკონიძე
26.05.2024 წელი

No comments:

Post a Comment