Monday, May 27, 2024

ქართული სიტყვა

ქართული სიტყვა
ბაბუკონავ, ბებიკონავ,
დედავ, მამავ, დიდო პაპავ,
თქვენს ხმაში რომ წკრიალებდა,
ის ოქრო და ვერცხლი დამაქვს.
მეც ხმას ისე ვაწკრიალებ,
სალამურზე ისე ვუკრავ,
ყველას გულში დაწრიალებს
რასაც ვმღერი, - დიდს და უკვდავს.
რა ძალა აქვს ქართულ სიტყვას,
რა გემო და სუნი ამო,
მარტო ,,გენაცვალე" მითხარ,
სიტყვა ასე სათაყვანო.
ბაბუკონავ, ბებიკონავ,
რით გადვიხდი ამ თქვენს ამაგს, -
გაჩენიდან აუწონავ
სულის უცვლელ საზრდოდ დამაქვს.
მაია დიაკონიძე
27.05.2024 წელი

No comments:

Post a Comment