Wednesday, May 15, 2024

მინიმები

 *****

მე თუ კაცის აღარ მჯერა,
გამრუდებულს ვხედავ ძგიდეს,
ასეთ კაცთან სიახლოვეს,
ქრისტე ღმერთო, ამარიდე.
****
თუ კი გული აღარ გულობს,
აღარ ჰყავს ძმა საესავი,
როგორ ვენდო დავით ულუს
და გავიყო მასთან ტახტი..
******
სანამ გამიწვდა საბანი,
მანამ ვევნე და ვეწამე,
სხვას შევასწავლე ანბანი,
ჩემს თავს ვერარა ვუწამლე.
მაია დიაკონიძე
14.05.2024 წელი
ყველა რე

No comments:

Post a Comment