Wednesday, October 23, 2024

ნუ გაიფიქრებ!


ნუ გაიფიქრებ!
შემოდგომაზე მწვანე ფოთოლს ეცვლება ფერი,
ბუნებას ძალუძს ცისქვეშეთი სრულად არიოს,
იქნებ მოვიდა, მეგობარო, აწ ჩემი ჯერიც,
როდესაც წავალ, არ წამოგცდეს, არ მითხარიო.
წარსულის სუნთქვა თან დაგვყვება მეცა და მავანს,
ზოგს კი აცოცხლებს წუთისოფლის დიდი იმედი,
ჩემი სული კი როცა ცაში ტკივილით წავა,
ნუ გაიფიქრებ, ბედისწერის ძალას მივნებდი.
მაია დიაკონიძე
15.10.2024 წელი


No comments:

Post a Comment