Wednesday, October 30, 2024

სულში თუ ვერ ჩაიხედე!

სულში თუ ვერ ჩაიხედე!
თუ არ ელი შენ ცხონებას
და არ ეძებ ღვთიურ ედემს,
რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას,
სულში თუ ვერ ჩაიხედე.
სხვისთვის გული თუ არ გეწვის,
მტერს დაუთმობ ტურფა ხედებს,
უარყავი ადათ-წესი,
სულშიც ვეღარ ჩაიხედე.
თუ ივიწყებ გამუდმებით
მამულისთვის მებრძოლ მხედრებს,
მტერს დაუთმე საბუდრები,
სულშიც ვეღარ ჩაიხედე.
იქნებ დროა გამოფხიზლდე
და დაფიქრდე ხალხის ხვედრზე,
პასუხს გვთხოვენ მიწის ხიზნებს,
.სულში თუ ვერ ჩაიხედე.
მაია დიაკონიძე
29. 10. 2024 წელი

No comments:

Post a Comment