დავითობას კი გაჩნდა ილია, მაგრამ ტრადიციისამებრ, პაპის სახელი დაარქვეს. სასახელო ბიჭი იზრდებოდა, მშობლებს მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდათ, გადაკალმული წარბებითა და ლამაზი თაფლისფერი თვალებით ყველას ყურადღებას იპყრობდა, მზებიჭუნას ეძახდნენ, სანამ ერთ საბედისწერო დღეს, ცამეტი წლის ასაკში მისი ცხოვრება არ დასრულდა, ძვლებში დაამსხვრია მანქანამ, უგრძნობმა და ცივმა, მაგრამ ხშირად ადამიანებიც ისევე ვიქცევით, როგორც მანქანა, ვამტვრევთ, ვანგრევთ ადამიანების გულებსა და ცხოვრებას, ხან გაუაზრებლად და ხანაც გააზრებულად.
.............................
ილიას დაბადების დღეა, თბილისში არიან სტუმრად, მაკამ დიშვილიშვილს შესანიშნავი ტორტი უყიდა, უფრო სწორედ, შეკვეთით დაამზადებინა, სპაიდერმენი უყვარს ილიასო და ტორტზე დიდი სპაიდერმენი დადგეს, ნამდვილს ჰგავს, ბიჭუნა ყოველთვის ოცნებობდა ასეთზე, ქართულად, ადამიანი-ობობაა, რომელიც ყველგან დადის ჭერზეც, კედლებზეც, ლურჯ-წითელ სამოსშია გამოწყობილი, ოქროსფრად არის დაქსელილი მისი ზედა ჩასაცმელი, ყოველთვის მზადაა გაჭირვებულს დაეხმაროს და განა ეს ცუდია, ილიასაც რომ უნდა, მას ჰგავდეს? განსაკუთრებულად უყვარს ბიჭს მულტფილმების ეს გმირი, ამიტომაც არავის მისცა უფლება სპაიდერმენი შეეჭამათ, ტორტს ხელი არავინ ახლოსო, უფეხო, უხელო, თავმოკვეთილი სპაიდერმენი როგორ იბრძოლებს სიკეთისთვისო, მაცივარში შედგეს, მართლაც სუფრაზე მყოფებს ხელი არ უხლიათ ტორტისთვის, ლალის შერცხვა შვილის საქციელის, ეს რა ძუნწი იზრდებაო, ქეიფი დამთავრდა, სტუმრები დაიშალნენ, დარჩენილთაგან ყველა თავთავიანთ ოთახებში გაიკრიფა. დაგვიანებული სტუმარი მაკას ძმა, იური აღმოჩნდა, მთვრალი მოვიდა, რას ჰქვია, ტორტის ჭამა აგვიკრძალესო, ახლავე გამომიტანეთო, გაჩუმდი, ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ, ბავშვები არ გააღვიძოო, ეძახდა და ძმას, უძალიანდებოდა, მაინც თავისი ხელით გამოიღო, მიჭრა და მოჭრა სპაიდერმენი, ჯერ ხელები დააჭრა, მერე - ფეხები და თავი, ერთმანეთში აზილა ყველაფერი, ისე შეჭამა. დილით ილიამ რომ გაიღვიძა, ტორტი აღარ დახვდა, გული დასწყდა, ოთახში ჩაიკეტა და დიდხანს არ გამოსულა იქიდან.
მაია დიაკონიძე
9.05.2018 წელი

No comments:
Post a Comment