Sunday, October 13, 2024

ერთი თხოვნა მაქვს

 ერთი თხოვნა მაქვს...

მიქცეული მაქვს ზეცისკენ პირი,
აშვერილი მაქვს ხელები მაღლა,
ერთი თხოვნა მაქვს მცირე და მწირი,
ჩიტად მაქციე, უფალო, ახლა.
ნდობა გართულდა კაცისგან კაცის,
ბეცი გამხდარა იმისი ხედვა,
მეც განვიცადე მიწაზე მარცხი,
მაინც თხოვნას და სინანულს ვბედავ.
მიქცეული მაქვს ზეცისკენ პირი,
აშვერილი მაქვს ხელები მაღლა,
ერთი თხოვნა მაქვს მცირე და მწირი,
ჩიტად მაქციე, უფალო, ახლა.
მაია დიაკონიძე
13.10.2024 წელი

No comments:

Post a Comment