თვალები იმ დღეს სტკიოდა მზესაც,
ეპარებოდა ცრემლი მის გულსაც,
მწველ ხელისგულზე ეს მიწა ეწვა,
სხივებს ისროდა კაცთათვის ძუნწად.
უნდოდა მიწის გათბობა, შველა,
რომ ყველა გოჯი მიეკრო გულთან,
მაგრამ კაცს სულით ბრმასა და ელამს,
ქვეყნად არაფრის დანახვა სურდა.
მაია დიაკონიძე
14.12.2023 წელი
No comments:
Post a Comment