Monday, October 14, 2024

უტას და შორენას გაბაასებას თანამედროვე მოტივებზე

 დიდმა კონსტანტინე გამსახურდიამ სვეტიცხოველი სიყვარულის სიმბოლოდაც აქცია თავისი ნაწარმოებით: ,,დიდოსტატის მარჯვენა". გთავაზობთ ჩემი და ელგუჯა ცოგროშვილის ლექსებს - უტას და შორენას გაბაასებას თანამედროვე მოტივებზე, იმედია მოგეწონებათ, რამდენიმე წლის წინაა დაწერილი

ვაჟო, რაიზად გამირბი?!
(ხალხურ მოტივებზე)

ვაჟო, რაიზად გამირბი,
ვა, თუ ატარებ წყენასა,
დავიწყების წყალს მიმეცი,
გადამისროლე ლეთასა.
სიზმარში შორენა ვიყავ,
შენ ფიქრ მიმქონდა მცხეთასა,
ამაღამ ცხენს მოვაბრუნებ,
გადაგეყრები კვეტარსა.
ისევ იქ შევხვდეთ, ადრიდაც,
როცა ვიყავით ერთადა,
ჩემი ატმების ყვაილებ
ალერსი გქონდეს კვეხნადა.
მაია დიაკონიძე
5.01.2022წელი
————————————————
შორენასა და უტას სატრფიალო გაბაასება ( ავტ. ელგუჯა ციგროშვილი)
(ფხოურ კილოზე)

შ ო რ ე ნ ა ვ! ჩემად გიგულვე,
მკლავს შენთან ყოფნის სურვილი...
მკერდი მამაყრდენ, დაგიცხრო,
ნეტარ ვნებათა წყურვილი.

მხოლოდ უ ტ ა ა, ვინც იცის,
მაგ შენი გულის ტკივილი,
სხვას გული არ გადაუხსნა,
აღარას გარგებს ჩივილი.

ვ ა რ დ ი ს მოწყვეტა ყველას სურს,
გულს ნუ დაიწყვეტ ამაზე...
ეგ შენი ბ ე დ ი ს წ ე რ ა ა, –
ბევრი მ ტ ე რ ი გყავთ ლ ა მ ა ზ ე ბ ს!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ . თესალონიკი, 6. 01. 2022 წელი
——————————————
შორენას გაბაასება უტასთან!
(ხალხურ მოტივებზე)

უტავ, შენ იცი კარგადა,
თავით ფეხამდე შენი ვარ,
შენი რომა მკლავს სურვილი,
მცხეთასაც იმად ვწვევივარ.
რა მიჯობს შენთან ალერსსა,
მკერდსაც მოგაყრდნობ სიამით,
შენი ტუჩიდან ვნებებსაც
შავსვამდი სავსე ფიალით,
მაგრამ სამყარომ ჩემთვისა
შენ ხომ ვერ გამოგიმეტა,
შენ აგირჩია უფალმა
სვეტიცხოველის იმედად,
დიდოსტატი ხარ, იმაზე
ატარებ დარდს და ფიქრებსა.
გიყვარვარ, ვიცი, თავადაც
შენ სიყვარული მიტევსა,
თავთუხის ველზე შამომხვდი,
გული იქითკენ მიწევსა...
თავზე დაგაყრი ყაყაჩოს,
გულად დიდი მზე მიძევსა,
ისეთ ცეცხლს შამოგინთებდი,
ქვას აანთებდა ძიძველსა.
მაგრამ ვაი, რომ სხვისა ხარ,
ამაზე ფიქრებ მიწვევსა,
სვეტიცხოველის ამომყვან,
ცად დაიმკვიდრებ დიდებას!
ლამაზობა კი ამქვეყნად
როდი ყოფილა ადვილი,
ვაი, თუ ქარაფზე ვნახო,
ჩემი ბინა და ადგილი.
მაია დიაკონიძე
8.01.2022წელი

No comments:

Post a Comment