Friday, October 25, 2024

 რატომ დაჰყვებათ სევდა ვარსკვლავებს?!

რატომ დაჰყვებათ სევდა ვარსკვლავებს,
იფერფლებიან, ნელა ბჟუტავენ,
უფალი მაინც გაგვასამართლებს,
რომ არ ვებრძოდით სულთამხუთავებს.
რად დაიშრიტა თვალში ციმციმი,
ვიღაცას ამ დროს მაძღარს ეძინა,
ვიღაც რეგვენი სხვაზე იცინის,
ვიღაცას ცრემლი არ დაელია.
რატომ დაჰყვებათ სევდა ვარსკვლავებს,
იფერფლებიან, ნელა ბჟუტავენ,
უფალი მაინც გაგვასამართლებს,
რომ არ ვებრძოდით სულთამხუთავებს.
მაია დიაკონიძე
21.10.2024 წელი

No comments:

Post a Comment