Thursday, October 10, 2024

 ვერაფრით მივხვდი, რა არის მწარე,

ვერაფრით მივხვდი, რა არის ტკბილი,

როდესაც მთვარე ანათებს არეს,

ის თუ მიყუჩებს ხანდახან ტკივილს.


არეულია ტკბილ-მწარე გულში,

არეულია თეთრი და შავი,

ღვარძლი ჩავთესეთ ამ მიწის ხნულში,

ამიტომ კეთილს ამარცხებს ავი.


ხანდახან იელს გავურევთ თაფლში,

ხანახან სიტყვაც დაგვცდება მწარე,

თუ ჩავუდგებით მზის სხივებს კვალში,

ხომ დავეწევით ბედნიერ წამებს.




No comments:

Post a Comment