Monday, October 21, 2024

არ მჯერა

არ მჯერა
არ მჯერა ყალბი პათოსის,
არც ყალბი ხალხის მჯერა,
მჯერა იმ ძმობილ სანჩოსი,
დონ კიხოტს რომ უმღერა.
არც ყალბი ცრემლების მჯერა,
არც ყალბი ღიმის, სიტყვის,
ყველას გვაბია ეჟვანი,
მართალს უფალი იტყვის.
მაია დიაკონიძე
15.10.2024 წელი



No comments:

Post a Comment