Friday, October 18, 2024

მივიჩქაროდი...

მივიჩქაროდი...
ბოლო ყლუპები შეისუნთქეს როცა ჰაერის,
სამხრეთისაკენ ჩიტებმა რომ გეზი აიღეს,
ფოთლებს მივდევდი ქუჩა-ქუჩა ქარის გარეკილს,
დედა ბუნების წითელ-ყვითელ უფრთო ტარიგებს.
ეფინებოდა მიწას ცრემლი, ნაწვეტი ციდან,
ამინდიც თითქოს ტიროდა და ფოთლებს გლოვობდა,
ჩემს გულშიც წვიმდა, უტყვ იმედებს საცერში ცრიდა,
მივიჩქაროდი დასალიერს ერთი ბოლოდან.
ჩავიდა მზეც და ამ ქვეყანად მოვრჩი ხეტიალს
და სჯა გავმართე ვარსკვლავებთან, კეთილ მთვარესთან,
მოულოდნელად ზღვა ლანდები შემომესია,
ცა, დედამიწა აწკრიალდა დედო ზარებად.
ფიროსმანის ლანდს თვალი ვკიდე მოსულს შორიდან,
გრანელს, ტიციანს დაეჭირათ ლოჟა თეატრში,
მათთან მისვლა და სიყვარულის ახსნა მომინდა,
მაგრამ უბრალო მე მოკვდავი რას გავბედავდი...
მაია დიაკონიძე
18.10.2024 წელი




No comments:

Post a Comment