Monday, October 21, 2024

ექსპრომტი ჩემს ლექსზე ,,სიყვარულის თქმის რეცეპტი ", ავტ. თენგო ფანცულაია

 ნუ გააყოლებ თვალს

თუ მე გაჩვენებ სითბოს და
ტრფობის გასწავლი გზას,
გემუდარები შორს მყოფი,
ნუღარ შეხედავ სხვას.
თუ ჩაგიხუტე გულში და
ტანზე გიძებნი ხალს,
ჩემ მოფერება-სიყვარულს,
გთხოვ ნუ გაატან წყალს.
თუ გამიბრაზდი ხანდახან,
ბუტიაობის ჟამს,
ქუჩაში შემხვედრს იცოდე,
ნუ გააყოლებ თვალს.
ბევრი მოგიძღვნის სიმღერას
და სატრფიალო ბწკარს,
დაიმახსოვრე სულყველას,
ნუ გაუყადრებ თავს.
მას გაუფრთხილდი.იცოდე,
ვინც,რომ ერთგული გყავს,
გაღმა-გამოღმა სირბილით,
გოგოვ დაკარგავ ფასს.
პ.ს:
არ თქვათ,რომ ვინმე დავჩაგრე,
გადავეკიდე ქალს,
ამ.ნაფიქრალის წაკითხვა,
ზოგს არ აწყენდა კაცს.
თენგო ფანცულაია-ხერგილელი ოქროპირი
19 ოქტომბერი, 2024 წელი.
კოხტა და ნიჭიერი მაია დიაკონიძის, Maia Diakonidze , ლექსზე კომენტარის ჩემებურად და ცოტა ეშმაკურად გავრცობა.

No comments:

Post a Comment