Sunday, October 27, 2024

სახუმარო

სახუმარო

ერთხელ ზღვაზე ვკითხულობდი
ნაცოდვილარ-ნაჯღაპნებს
და ვიხდიდი ამქვეყნიურ
ქორწილებს და აღაპებს,
მაგრამ უცებ დავინახე
ტალღებს ქალი მოჰქონდა,
ვის ახსოვდა ჩემი ლექსი,
ანდა ჩემი მოთხრობა.
უწეწავდა ზღვა უნდილად
ქერა ლამაზ დალალებს,
და მაშინვე ჩემი სევდა
გულში დავასამარე.
ავყვირდი და ავხროტინდი,
გავიქეცი საშველად
და ვიქეცი ტურფა ქალის
გადამრჩენელ - მაშველად.
და როდესაც გაეფინა
ნაპირს მისი დალალი,
ქალი თურმე ალი იყო,
ქალი მზეთუმნახავი.
კაცს დაეჭრა შიგ გულში და
მხოლოდ იმას დარდობდა,
რომ ვერ შეძლო დიდ სიყვარულს
სადმე გადამალვოდა.
მაია დიაკონიძე
7.03.2023 წელი

No comments:

Post a Comment