რაც რომ მეწადა, ბევრი რამე ვერ ავისრულე,
და რა სჯობია სინანულს და ცოდვას გამხელილს,
იქნებ ბოროტიც უნებლიეთ ბევრი ვისურვე.
ალბათ, დამიცვა მე უფალმა თავის კალთებით,
გადამაფარა, რომ ბოროტს არ ევნო კლანჭებით,
ანგელოზები, დედა მედგნენ თავზე სანთლებით
და აუშოლტეს ეშმა-ქაჯებს წვივებ-კანჭები.
მეფაიტონევ, განა ახლა ბედზე ვტირივარ,
სამშობლოს უჭირს, დამდებია ამ გულზე დამღა,
ჩვენ, ქართველები, საიდან და საით მივდივართ,
გასწი, აისი შევაგებოთ ღორღიან აღმართს!
No comments:
Post a Comment