Wednesday, October 23, 2024

 ეჰ, საით გაგიტევია,

ბაბუაჩემის ცხენო,

იქ რომ ბებერი ტევრია,

რომ ვაგროვებდი ენდროს.

იქა ყვაოდა იელი,

ოქროდ ბრწყინავდა მზეზე,

ახლა, ცხენო, იქ მიმელი,

ლაღი იყავი ბევრზე.

ერთად ვიშლიდით დალალებს,

გროგალებსა და ქარში,

ახლა ის გოგო აღარ ვარ,

ლამაზი ვიყავ მაშინ.

ეჰ, საით გაგიწევია, 

ბაბუაჩემის ცხენო,

აკვანიც დამირწევია,

ახლაც გავიტანთ ლელოს.

21.10.2024 წელი




No comments:

Post a Comment