მელიაა თუ ადამიანი?!
(ჩანახატი)
გამხდარი ვიყავი და ბებიას პირველი საზრუნავი ის იყო, გავესუქებინე, სტუმარს ყველას ამას უჩიოდა, ინდაურის წონაა ეს ბავშვიო და ნაღვლიან მზერას ჩემკენ გამოაპარებდა. ცუდი მჭამელი ვიყავი მეთქი, ვერ ვიტყვი, ბებიას გაკეთებული საჭმელი ყველაფერი მიყვარდა. აგერ გობზე ეკალას შეკმაზავდა, ფხალი ნაირ-ნაირი გვქონდა, მაგრამ ბავშვს ეს ვერ მოაკეთებსო და ორ დღეში ერთხელ წიწილას შემიბრაწავდა. (რომ მაბანავებდა, სუქდი- სუქდიო, დაყოლებდა). იცოცხლე, მიყვარდა ქათმის ხორცი. ქათმები რომ გამოელეოდა, ბაზრის გზას დავადგებოდით. ჩხარში შაბათ-კვირას დიდი ბაზრობა იმართებოდა. იყიდიდა ქათმებს, მოაკონწიალებდა ფეხებშეკრულებს. მეცოდებოდა სიცხისგან პიდაღებული გათანგული ქათმები. ავტირდებოდი, ბებია, არ დაკლა ესენი. ამასაც შევპირდებოდი, ფაფას შევჭამ-მეთქი, ჭირის დღესავით კი მეზარებოდა. ერთი-ორი დღე მართლაც შევჭამდი ძალის-ძალით, ხვდებოდა ბებია, ზიზღით ვჭამდი. ამ ბავშვს რა გაასუქებსო, გადაიქნევდა თავს. მამაშენს რა პირით შევხედო, შენს წასაყვანად რომ ჩამოვაო. დაკლავდა ისევ ქათამს. მერე პაპას ეტყოდა, ვერ გავიგე, ეს გოგო მელიაა თუ ადამიანი. რომელი მელია გამიჩანაგებდა ასე საქათმესო?! პაპაც გულიანად გაიცინებდა, ჭამე, ჭამეო, მეტყოდა და ახლა ის გასწევდა ბაზრისაკენ.
მაია დიაკონიძე
8.10.2024 წელი

No comments:
Post a Comment