ავტორი:
მაია დიაკონიძე
შენა
ხარ ჩემი სინათლე!
მე
შენი სიყვარული ვინატრე,
არ
ვიცი, რა და როგორ გითხრა,
შენა
ხარ ჩემი სინათლე,
ჩემი
ვარძია და ნიკორწმინდა.
შენა
ხარ მყინვარის სისპეტაკე,
გული
გაქვს სუფთა და ხალასი,
ოდესღაც
ღადარში ცეცხლი ჩადეს,
მეც
იმ ნაპერწკლიდან ავალდი.
"მიყვარხარ",
არ ვიცი, როგორ გითხრა,
გული
გაქვს თოვლივით სპეტაკი,
შენა
ხარ ჩემი ნიკორწმინდა,
მე
შენი დასაკრეფი ვენახი.
შენ
ჩემი მზე ხარ!
შენ
ჩემი მზე ხარ,
ვარსკვლავები,
მთვარე ნათელი,
ლურჯი ზეცა ხარ,
დანთებული
თაფლის
სანთელი;
შენ ჩემი ზღვა ხარ,
ხან მშვიდი
და ხანაც მძვინვარე,
მთები ხარ, თეთრი,
ჩამოსული კლდიდან
მდინარე;
ჩემი სიტყვა
ხარ,
ჩემი ლექსი, ჩემი
ბგერები,
მუდამ გეტრფი
და წრფელი ლექსით
სულ გეფერები;
შენ
ატლანტიც ხარ,
ცის თაღი რომ უჭირავს მხრებით...
და
უფრო მეტიც,
უკვდავებას
მაწოდებ პეშვით!
განა
ასაკს ვმალავ?!
მაღლა
მთიდან რომ უბერავს სიო,
და
ეხება შენს ტუჩებს და თითებს,
განა
ვინმე ეკითხება ასაკს,
მის
სიყვარულს ვინმე გაიკვირვებს?!
მზე
დაგნათის ნათელი და მწველი,
მაგ
ლოყებზე კოცნას დაგიპირებს,
განა
ვინმე ეკითხება ასაკს,
წითელთმინს,
ლამაზსა და პირმზეს,
ტალღები
რომ მოგაწვება მკერდზე,
ალერსით
რომ მიგაგებებს ედემს ,
ნეტავ,
ვინმე ეკითხება ასაკს
ზღვას,
ნაპირზე თვალებით რომ გეძებს?!
მეც
ნუ მკითხავ, ვეტოლები უკვდავთ,
თორემ
განა წლოვანებას ვმალავ,
მე
ვარ ვითონ მზე, ზღვაცა და სიოც
და
გიმზადებ უკვდავების წამალს.
No comments:
Post a Comment