Sunday, October 20, 2024

ჩაიხედავ და...

ჩაიხედავ და...
მე უფლის ჩიტებს ვაგზავნი შენთან,
თან ვატან ჩემი თვალების სარკეს,
ჩაიხედავ და მაშინ ვართ ერთად,
მარტოობის წლებს ვუტოვებ მარკესს.
იმ ას წელიწადს ვეკვროდი მიწას,
ლალი შეცვალა თეთრმა სადაფმა,
რაც იყო ჩემში დიდი და წმინდა,
თვალის სარკეში ალაპარაკდა.
მაია დიაკონიძე
20.10.2024 წელი

No comments:

Post a Comment