როცა რუსულენოვან მოსწავლეებთან ვმუშაობდი, ქართულს ვასწავლიდი, ვაძლევდი რამდენიმე სიტყვას და ვთხოვდი მათზე ლექსი აეგოთ. გუშინ ეს სიტყვები ამომიტივტივდა თავში: კასკადი, ნაკადი, სმარაგდი (ზურმუხტი), მარადი. მასკარადი. შევეცადე მე თვითონ დამეწერა ლექსები: აი, რამდენიმე, შეარჩიეთ, რომელი სჯობს:
სიყვარულის თქმის რეცეპტი
გრძნობების მთელი კასკადით
თავზე დამაცხერ რად,
მეც დაგილოცავ გზას.
მიტევ და მეცა გნებდები,
სმარაგდების ხარ ზღვა,
სიყვარულის თქმის რეცეპტი,
ხომ არ არსებობს მზა.
ყლუპ-ყლუპ შემასვი ლექსები,
ყლუპ-ყლუპ შემასვი ზღვა,
თვალებში ზეცად მევსები,
როგორ შევხედო სხვას?!
მაია დიაკონიძე
19.10.2024 წელი
-----------------------------------
ერთი გახდა
სმარაგდის ზღვაში მზე ჩაწვა მცხრალი,
ქარმა აზიდა ტალღათ კასკადი,
აცეკვდა ერთად ათასი ალი,
და გაიმართა ზღვის მასკარადი.
ღამემ წაშალა მზის სხივთა კვალი
და ერთი გახდა ყველა ნაკადი.
მაია დიაკონიძე
19.10.2024 წელი
-------------------------------
მინდოდა
მინდოდა ჩემი ყოფილიყავი,
ძვირფასი თვალი, მწვანე სმარაგდი,
თავს მოგვლებოდი მქროლი ნიავი
და მეც ლექსებად ავლაპარაკდი.
ცაში ავზიდე სიტყვათ კასკადი,
და ნაკადებად შენკენ დავუშვი,
ეს სიყვარული დიდი, მარადი,
გამოგდე გულზე, როგორც კაუჭი,
მაია დიაკონიძე
19.10. 2024 წელი
კასკადი, ნაკადი, სმარაგდი (ზურმუხტი), მარადი. მასკარადი
თავზე დამატყდა ფიქრთა ნაკადი
და შენზე ვფიქრობ მხოლოდ მარადის.
როცა ჩემთან ხარ ასე მგონია,
ეს სიყვარული რასაც განვიცდი,
არის გრძნობების მთელი კასკადი
და იცოდე ჩემო ძვირფასო,
მხოლოდ შენია, შენ ერთს გეკუთვნის.
ერთი სურვილი მკლავს და მწადია,
მოვიდე შენთან, შენს შესახვედრად
და ავირჩიოთ ველი სმარაგდის.
ამირან გოდერძიშვილი
ვერ გავიგე სმარაგდებით—
ნეტა რისთვის მარაგდები,
გვაქვს უზადო ზურმუხტები,
თან ზურმუხტებს, სულ ვუხდებით!!!!....
გთხოვ, მაიკო სმარაგდებით,
ნუღარ მომიმარაგდები!!!!
No comments:
Post a Comment