თუ ყველა პოეტი შეშლილია
არც ლექსის მოსმენა შემიძლია,
ნეტავ რას მიქვიან პოეზია,
თუ ყველა პოეტი შეშლილია
ქარს მიაქვს ოცნება დასალეწად,
შენსაც არ დაინდობს, სესილია,
დანას ამზადებენ ასალესად,
რასაც ამჯობინებ, ეს ძილია.
არც ლექსის მოსმენა შემიძლია,
ნეტავ რას მიქვიან პოეზია,
თუ ყველა პოეტი შეშლილია
და ყველა შეშლილი პოეტია.
მაია დიაკონიძე
15.10.2024 წელი
No comments:
Post a Comment