არაგვო!
შენ რომ მიყვარხარ, არაგვო,
განა მიყვარდეს ვინ,
საცქერლადა ხარ საამო,
შენი ყეფა და ღრიალი
მოასვენებს კი ვის,
შენი ბრუნვა და ტრიალი
მიმღვრევს გონებას, სისხლს.
გავყურსულვარ და დათრგუნულს,
აღარც კი მესმის ძმის,
შენს გადავარცხნილ თმის ბულულს,
აქვე გავიგებ ძირს.
წამიყვანე და დამტოვე
სადაც მთისქალა ზის,
რაშები დარჩა სადოღე,
არ შეარცხვენენ ჯიშს.
მაია დიაკონიძე
31.10.2024 წელი
ზაზა ფელიშვილი
.
ვახ! რა მაგრა გიყვარს არაგვი მაია!
ან რატომ არ უნდა გიყვარდეს? --- წერეთელს კი არა, მთელ თბილისს ასუფთავებს და წყურვილს უკლავს თავისი ჟინვალჰესით...
და თუ მართლა წაგიყვანა, ერთი ჭიამაია დააკლდება წერეთელს და არაგვის ხეობას შეემატება!...
კარგი ლექსია!
ზაზა ფელიშვილი -ს ახლა რომ არა ვთქვა, ლექსი ულამაზესი და უმშვენიერესი არის-მეთქი, სხვა რომელი სიტყვით გამოვხატო ტატოს ნაფერები არაგვის გულში ჩახუტება და დასაკუთრება ჩვენი უნიჭიერესი პოეტის მიერ,
თანაც დასაკუთრებაც არის და დასაკუთრებაც,
,,წამიყვანე და დამტოვე,
სადაც მთისქალა ზისო” ესე იგი არაგვის სათავეეთან აჰყვება არაგვის ნიავს და იქ დასახლდება ჩვენი ულამაზესი ჭიამაია!!!!???
თბილისს რომ შუქი მოაკლდეს,
გაუხარდება ვის,
უსაყვარლესი დედის და, ულამაზესი დის!!!!
ბატონო ზაზა , მოდი ნება დავრთოთ, ქალბატონ მაიკოს ესტუმროს მთისქალს, მთისქალი დიდად გაიხარებს საპატიო სტუმრის მოულოდნელი სტუმრობით, მთისქალი ჩვენს მაიკოს აჩვენებს და აჩუქებს მთის საოცრებებს, წააკითხებს და მოუყვება ჯერ არსმენილ ცოცხალ ლეგენდებსა და ბალადებს, აჩვენებს იმ კლდეს , სადაც ნაპრალებზე ჩამოკიდებული ჯარჯის საშველად მხოლოდ სვავები გაეშერნენ და სხვები არავინ!!!!
მერე , ვიცი დიდხანს ვერ გაძლებს უთბილისოდ , თბილისის მშვენება ჩვენი მაიკო დიაკონიძე და არაგვის მოშრიალე და მოღრიალე ტალღებს ისევ მცხეთამდე ჩამოჰყვება და
მერე მცხეთა—-თბილისის ავტობუსით ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება!!!!
No comments:
Post a Comment