გთავაზობთ ჩემს ლექსს ბატონი ამირან გოდერძიშვილის მიძღვნით, რომელიც ამ ლექსთან დაკავშირებით დაწერა:
სანამ...
დაიჭიმება სანამ სხეული
და უკანასკნელ სუნთქვას გამოსცემს,
დე, ნუ ვიქნები ბნელით ძლეული,
მიმღერეთ რამე რიბირაბოზე.
დაიჭიმება სანამ სხეული
და უკანასკნელ სუნთქვას გამოსცემს,
დე, ნუ ვიქნები ბნელით ძლეული,
მიმღერეთ რამე რიბირაბოზე.
მითხარით, რომ ზღვა იღელვებს ისევ,
ქვევრებში ისევ ჩადგება ღვინო,
ისევ მოვაწევ თქვენამდე ფიქრებს,
რომ სამუდამოდ არ დავიძინო.
ქვევრებში ისევ ჩადგება ღვინო,
ისევ მოვაწევ თქვენამდე ფიქრებს,
რომ სამუდამოდ არ დავიძინო.
დაიჭიმება სანამ სხეული
და უკანასკნელ სუნთქვას გამოსცემს,
დე, ნუ ვიქნები ბნელით ძლეული,
მიმღერეთ რამე რიბირაბოზე.
მაია დიაკონიძე
24.10.2024 წელი
რიბირაბო - იმერ. რაჭ. კილოზე განთიადი
და უკანასკნელ სუნთქვას გამოსცემს,
დე, ნუ ვიქნები ბნელით ძლეული,
მიმღერეთ რამე რიბირაბოზე.
მაია დიაკონიძე
24.10.2024 წელი
რიბირაბო - იმერ. რაჭ. კილოზე განთიადი
მაიკოს!
ადრე მახსოვს თვალებზე რომ
სიყვარული გეფარა,
დღეს ლექსებში ჩუმი სევდა,
როგორ შემოგეპარა?....
სიყვარული გეფარა,
დღეს ლექსებში ჩუმი სევდა,
როგორ შემოგეპარა?....
კარგად იცი, ეს ცხოვრება
ხან ასეა, ხან ისე,
გაიღიმე, შემოდგომა
ცოტა გაახალისე....
ხან ასეა, ხან ისე,
გაიღიმე, შემოდგომა
ცოტა გაახალისე....
გაიღიმე, სიხარულმა
ზოგჯერ იცის ახდენა,
მაგ თვალების შემხედვარე
ცა—-ცისფერი გახდება!!!.....
ამირან გოდერძიშვილი
24.10.2024 წელი
ზოგჯერ იცის ახდენა,
მაგ თვალების შემხედვარე
ცა—-ცისფერი გახდება!!!.....
ამირან გოდერძიშვილი
24.10.2024 წელი
No comments:
Post a Comment