Friday, October 11, 2024

ახლა ვიცი, რომ უკვე ჩემი ხარ!

ახლა ვიცი, რომ უკვე ჩემი ხარ!
რამდენი გულის ძგერება, ჩქროლვა,
სხვა რეალობა ჩნდება დღეიდან,
წარსულში დარჩა: ,,არ მოვა, მოვა",
ახლა ვიცი, რომ უკვე ჩემი ხარ!
წვიმასთან შერთვა უტყვი ცრემლების,
როცა ვერავის ვერ უმხელ სათქმელს,
წვიმის ნიაღვრებს ისე ერევი,
თვალებს ზეცაში სანთლებად ანთებ.
უიმედობა გკლავს და იჭვები,
ხორხიდან გცვივა უთქმელი სიტყვა,
თავს გეფარება ღრუბელ-ჭინჭები,
შენი სათქმელი ზეცაში მიაქვს.
რამდენი გულის ძგერება, ჩქროლვა,
სხვა რეალობა ჩნდება დღეიდან,
წარსულში დარჩა:,,არ მოვა, მოვა,"
ახლა ვიცი, რომ უკვე ჩემი ხარ!
მაია დიაკონიძე
10.11.2024 წელი

No comments:

Post a Comment