Saturday, October 5, 2024

მეფაიტონევ, ავტ. ნესტან ხარებავა

 მეფაიტონევ

მეფაიტონევ!-კითხვებს გისვამენ,
პასუხობ თმენით, გულს გლეჯ მარწუხებს,
შენს სადღეგრძელოს თასებით სვამენ,
გკითხავ,-იძლევი, სულ სწორ პასუხებს?!
ბევრ საიდუმლოს ახსნიდი ფარდას,
ამჩნევდი მგზავრის უხილავ გრძნობას,
მე ვის დავუსვა კითხვა შენს გარდას
ვინ იმსახურებს შენსავით ნდობას.
დაჯექ,ცარიელ ფაიტონს უთხარ
გადაღლილი ხარ ქვეყნის ამბებით,
მეგზურმა იცის,თუ რაზე სწუხხარ
ის არ დაღლილა შენი ბრძანებით.
მეფაიტონევ!-მრავალი კითხვა
შენც დაგიგროვდა,ალბათ უთქმელი,
სურვილად დაგრჩა ყველას დაკითხვა,
გიხურდა გული,როგორც ღუმელი.
არც შენ ჩანხარ და არც ის ცხენები
ქვაფენილებს რომ ურტყამდნენ ნალებს...
სხვა სისხლს ფილტრავენ ჩვენი ვენები,
მოგონებები ბინდავენ თვალებს...
------- ნ.ხარებავა
Maia Diakonidze-ის გვერდზე ნანახ უმშვენიერეს ნახატზე მეც მოვახერხე სრტოფების დაწერა ექსპრომტად.
4.10.2024.

No comments:

Post a Comment