Wednesday, October 2, 2024

ვეღარ გპატრონობთ, მამულო!

 ვეღარ გპატრონობთ, მამულო!

ვეღარ გპატრონობთ მამულო,
როგორ გვიქრები ხელშია,
რა არ დაგმართეს, იმედო,
შენ ვერ გაგტეხეს წელშია!
აღარვინ გვაცლის გიმღეროთ,
,,ლილეო", ,ურმულ-ჩაკრულო",
ვაი, რა მწარე ყოფილხარ,
ღალატით ზურგში დაკრულო!
ჯამბარა დაძაგრულია,
დროა ძმის ძმასთან დგომისა,
მამული გადავარჩინოთ,
მიზეზს რას ვეძებთ წყრომისას.
მაია დიაკონიძე

No comments:

Post a Comment