Monday, October 21, 2024

ზურგზე მკიდია

ზურგზე მკიდია

ზურგზე მკიდია,  არ მბეზრდება მისი ტარება,
ხურჯინი სავსე ვარდისფერი არჯაკელებით,
როცა ბებია ჩვენთვის სათქმელს მზეში ავლებდა,
სარკეს გვჩუქნიდა სილამაზის, არდაბერების.

ვესალმებოდით მზეს ჩაწოლილს ჩხარულას ხევში,
სად ნელი სიო ტოტს ტოტებზე აბამდა, წნავდა,
ნატვრის ხეს ვჭრეტდით რუდუნებით თითეულ ხეში
და ოცნებების ახდენისა ბავშვურად გვწამდა.

ზურგზე მკიდია,  არ მბეზრდება მისი ტარება,
ხურჯინი სავსე ვარდისფერი არჯაკელებით,
როცა ბებია ჩვენთვის სათქმელს მზეში ავლებდა,
სარკეს გვჩუქნიდა სილამაზის, არდაბერების.
მაია დიაკონიძე
30.01.2024 წელი







No comments:

Post a Comment