რა თბილად ზრდიდნენ ბიჭებს არადა...
შხამი-ისრებით სავსე აქვთ აბგა,
უფროსის რიდი ძველ დროს ჩაბარდა,
არ აფასებენ წინაპრის ამაგს,
რა სჯობს ტკბილ სიტყვას, სიყვარულს რა სჯობს,
ავ საქმეს, ავ ზნეს ჯანი გავარდა,
მაგრამ ზოგს ბოღმა, ზოგს შური აღრჩობს,
რა თბილად ზრდიდნენ ბიჭებს არადა...
მაია დიაკონიძე
2.10.2024 წელი
No comments:
Post a Comment