Monday, October 21, 2024

გულს ნუ დაიმჩნევ ბზარს!

გულს ნუ დაიმჩნევ ბზარს!
თავს იწონებენ ცოდვებით,
გულს დაგამჩნევენ ბზარს,
ვიღაც მაღლაა წოდებით,
არცხვენს ჯიშსა და გვარს.
სულში ჩაიძვრენ, გულს მისცემ,
გრძნობებს გაატანს ქარს,
მწყრალად არიან სინდისზე,
ქერს ურჩევნიათ ბზა.
მაინც ერთია ცხოვრება,
ამ წუთისოფლის გზა,
თუ გინდა გქონდეს ცხონება,
გულს ნუ დაიმჩნევ ბზარს.
მაია დიაკონიძე
19.10.2024 წელი

No comments:

Post a Comment