Tuesday, December 3, 2024

რად მჯეროდა?! (სატრფიალო)

 რად მჯეროდა?!

რად მჯეროდა ნეტავ შენი
და იმედი რაღად მქონდა,
ხომ გშვენოდა ფარშიმშერი,
წელს გეკიდა ხმალი გორდა.
მაგრამ შენ და ტარიელი
ვა, ყოფილხართ შორიშორდა,
დამრჩა გული ცარიელი,
მანამდე რომ სავსე მქონდა.
მაია დიაკონიძე
3.12.2024 წელი

მანქურთებს!

 მანქურთებს, რომელთაც ქართული ლიტერატურის გაპარტახება განუზრახავთ:

ჩემი არაფერი დარჩა,
არაფერი დარჩა სრულად,
ქართულ ანბანს რას უშვრები,
რას უშვრები ლექსის ულაყს.
რას უშვრები გალაკტიონს,
ილიას და გრიგოლ ხანძთელს,
ნუთუ ახლა ყველაფერი,
მტერს საჯიჯგნად უნდა დარჩეს?!
ბახტრიონი ისევ აქ დგას,
შორს არც ლელა არ წასულა,
ვით აიტანს ვაჟა ამას,
დიაცის ქუდს დაგახურავს.
მაია დიაკონიძე
1.11.2024 წელი

ოქროს თევზი (პატრიოტული)

ოქროს თევზი
შავი მოჰქუხდა მდინარე,
შიგ ოქროს თევზი კრთებოდა,
კლდენი მოსძახდნენ მძვინვარე,
მთებში ნისლები წვებოდა.
ის კი, ვით ციცინათელა,
ბნელში მნათი და ელვარე,
ენთო ჩირაღდნად, სანთელად,
ტალღებს აპობდა მგზნებარედ.
ერთი ხალხია მიწაზე,
ქართველნი ჰქვიათ სახელად,
დარდები მკლავსო იმათზე,
მივდივარ იმათ საშველად.
რომ ავუსრულო სურვილი
ერთი, დიდი და ნათელი,
მზე ედგათ ოქროცურვილი.
მუდამ ხარობდეს ქართველი.
მაია დიაკონიძე
1.11.2024 წელი

რად უნდა მოკვდავს ნეტავ ღმერთობა?!

 ღმერთკაცობაზე ნუ იტყვი უარს,

რადგანაც მჯერა შენი, ვით ღმერთის,
სულმა ღმერთობა თუ ვერ იგუა
და კაცის ქვენა გექნება მეტი,
აწოწილ თეთრ მთებს დავუსვამ კითხვას,
თეთრ ღრუბელს, თეთრ ცას და თოვლის ფიფქებს,
რად უნდა მოკვდავს ნეტავ ღმერთობა,
თუკი თვისტომის ტკივილს ვერ იგებს.
მაია დიაკონიძე
30.11.2024 წელი

ნოემბრის ოცდაათია (მინიმა)

 *****

ნოემბრის ოცდაათია,
გარეთ დარდებსა ცრის,
შემიპყრო კვლავ აპათიამ,
პასუხი ვთხოვო ვის?!
გადაგვიარა ტორნადომ,
არ ჩანს ნაგლეჯი ცის,
უფალო, იმედს მოგანდობ,
სულიწმინდის და ძის.
მაია დიაკონიძე
30.11.2024 წელი

Sunday, December 1, 2024

დიაცის ქუდს დაგახურავს! (პატრიოტული)

 ჩემი არაფერი დარჩა,

არაფერი დარჩა სრულად,

ქართულ ანბანს რას უშვრები,

რას უშვრები ლექსის ულაყს.

რას უშვრები გალაკტიონს,

ილიას და გრიგოლ ხანძთელს,

ნუთუ ახლა ყველაფერი,

მტერს საჯიჯგნად უნდა დარჩეს?!

ბახტრიონი ისევ აქ დგას,

შორს არც ლელა არ წასულა,

მოვა ფშავის გმირი კვლავაც,

დიაცის ქუდს დაგახურავს.



 არ შემეძლო, რად ამკიდე, 

ღმერთო, თმენის კურტანი,

დრო არისო, ჯერაც, კიდევ,

სასოებით მითხარი.

მე კი მოკვდავს თმენის ძაფი,

გაწყდა და დამელია,

თუკი მებრძვის გოლიათი,

ჩემს თავს ვერ შეელია.

გოლგოთის გზა გავიარე,

ჯვარს გამაკრეს დიდი ხნით,

ვინ მომირჩენს ამ იარებს,

თუ არ შენი ღიმილი.

 არ შემეძლო, რად ამკიდე, 

ღმერთო, თმენის კურტანი,

დრო არისო, ჯერაც, კიდევ,

მაგრამ დროა მურდალი.