Sunday, December 1, 2024

დიაცის ქუდს დაგახურავს! (პატრიოტული)

დიაცის ქუდს დაგახურავს!
ჩემი არაფერი დარჩა,
არაფერი დარჩა სრულად,
ქართულ ანბანს რას უშვრები,
რას უშვრები ლექსის ულაყს.
რას უშვრები გალაკტიონს,
ილიას და გრიგოლ ხანძთელს,
ნუთუ ახლა ყველაფერი,
მტერს საჯიჯგნად უნდა დარჩეს?!
ბახტრიონი ისევ აქ დგას,
შორს არც ლელა არ წასულა,
მოვა ქართლის გმირი კვლავაც,
დიაცის ქუდს დაგახურავს.
მაია დიაკონიძე
1.12.2024 წელი

No comments:

Post a Comment