Friday, June 7, 2024

თენგო ავსაჯანიშვილს! ვოიო! (დატირება)

 ეძღვნება თენგო ავსაჯანიშვილის ხსოვნას

ვოიო!
(დატირება)
ვოიო, მჯიღებს დაიცემენ ბებერი მთები,
ყაყაჩოები მოიხვევენ ნისლების თავშალს,
გასაცილებლად ამოვლიან ახალუხლები,
დაიწყევლიან გაჩენის დღეს და ამ დროს აშარს,
ვოიო, სიმწრით მოიხდიან ფაფახებს ძველნი,
-სიკვდილს რა უნდა შენთანაო, -გეტყვიან, - ბიჭო!
და თან წაგიყვანს შენ უფალი მზრუნველი ხელით,
რომელიც თავზე დაგადო და წყალობა გიყო.
მაია დიაკონიძე
4.06.2024 წელი



No comments:

Post a Comment